თურქეთში მოკლული ქალი საკუთარ სახლში გადაასვენეს
თურქეთში სავარაუდოდ საკუთარი ქმრის მიერ მოკლული თამთა ჯანჯღავას ცხედარი სამშობლოში ჩამოასვენეს.
ახალგაზრდა ქალი სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ სენაკში, საკუთარ სახლშია დასვენებული. გარდაცვლილის ახლობლები დამნაშავის დასჯას მოითხოვენ.
ცნობისთვის, 33 წლის ქალი სტამბულში სამუშაოდ სამი წლის წინ წავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთში წასვლამდე ქალი ქმარს გაშორებული იყო. ქალი თურქმა სამართალდამცავებმა საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ქალს მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. გარდაცვლილს სენაკში ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.