ალექსანდრე მოწერელია: ჩემი მიზანი მოქალაქეების საჭიროებებზე დროული რეაგირება და მათი დახმარებაა

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია, აბაშის მუნიციპალიტეტის ტყვირის, ქალობანის და ნაესაკოვოს მოსახლეობას შეხვდა.

ადგილობრივებთან შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. ასევე, საუბარი შეეხებოდა სამომავლო გეგმებს და პრიორიტეტულ მიმართულებებს.

” „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე ამ სოფლებში მოასფალტდა გზები, მოეწყო განათებები, აშენდა ამბულატორიები, გარემონტდა სკოლა, სოფლის პროგრამის ფარგლებში ამოიწმინდა სანიაღვრე არხები. აღნიშნულ სოფლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ამჟამადაც გრძელდება.
გაზიფიცირება უმთავრესი პრობლემური საკითხია, რომელიც ამ სოფლების მოსახლეობას აწუხებს. ჩემი მიზანიც სწორედ მოქალაქეების საჭიროებებზე დროული რეაგირება და მათი დახმარებაა”, – აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები