მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი წალკის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი – ბარეთის, ლივადის, ჩოლიანის, გოდაკლარის და არსარვანის მოსახლეობას შეხვდა.

მოსახლეობამ დეპუტატობის კანდიდატს მათთვის მნიშვნელოვანი საჭიროებები გააცნო. ამ სოფლებში უმთავრესი გამოწვევა სასმელი წყალი და საძოვრების განაწილებაა, რომელთა მოგვარება კანდიდატის პრიორიტეტთა შორის უმთავრესი საკითხებია.

მმართველი გუნდის კანდიდატმა, ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო.

„ჩვენი წარმატებული მუშაობის მთავარი ინდიკატორი კმაყოფილი მოსახლეობაა. ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისათვის, რომ ვიზრუნოთ თითოეული არსებული პრობლემის მოგვარებაზე“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა

ბოლო პერიოდში წალკის მუნიციპალიტეტში 42 კილომეტრი ასფალტბეტონის საფარი დაიგო, ასევე, სოფელ ბერთაში ახალი ბაღი აშენდა და ამ ეტაპზე გაზიფიცირების პროექტირება მიმდინარეობს.

ინფორმაციას კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები