სასწავლო პროცესი მაღლმთიან აჭრაში დისტანციურად დაიწყება

სასწავლო პროცესი მაღალმთიან აჭრაშიც დისტანციურად დაიწყება. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
რიჟვაძის თქმით, დღეს ხულოში კორონავირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა, რის გამოც ხულოში ქედასა და შუახევში სასწავლო პროცესი ონლაინრეჟიმში წარიმართება.
ცნობისთვის, დღეს აჭარაში კორონავირუსის 100-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის არის 7 ორსული პაციენტი, რომლებიც ბათუმის სამშობიარო სახლში არიან მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმისაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები