თორნიკე რიჟვაძე: ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ კორონავირუსის სრული ლოკალიზება მოვახდინოთ

“დღეს აჭარაში კოვიდინფიცირების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, თუმცა მინდა, ისიც ავღნიშნო, რომ სიტუაცია კონტროლირებადია, ყველა უწყება მზადაა სრულად მართოს ეს პროცესი”, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კოვიდსასტუმროებში 400 ნომერზე მეტია დათმობილი მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტებისთვის.

“დღეს აჭარაში კოვიდინფიცირების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, თუმცა მინდა, ისიც აღვნიშნო, რომ სიტუაცია კონტროლირებადია, ყველა უწყება მზადაა, სრულად მართოს ეს პროცესი. ჩვენ ხელმისაწვდომი გავხადეთ მოსახლეობისთვის უფასოდ ჩაგვეტარებინა ტესტირება. უმოკლეს ვადაში მოგვეხდინა ლაბორატორიული ნიმუშების აღება და პასუხების მიღება. ჰოსპიტალური სერვისი სრულად მოვამზადეთ. დამატებით პროტოკოლები ამოქმედდა კოვიდსასტუმროებში. 400 ნომერზე მეტია დათმობილი მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტებისთვის. ეს პრევენციული ღონისძიებები განპირობებულია იმისათვის, რომ ჩვენ კორონავირუსის სრულად ლოკალიზება მოვახდინოთ და, საბოლოოდ, ჩვენ შევძლებთ, რომ მეორე ტალღის საწყისი ეტაპები მინიმალური დანაკარგებით გადავიაროთ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დღეს აჭარაში კორონავირუსის 100-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის არის 7 ორსული პაციენტი, რომლებიც ბათუმის სამშობიარო სახლში არიან მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმისაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები