ალექსანდრე მოწერელია ჩხოროწყუელ მასწავლებლებს შეხვდა

„ქართული ოცნების” აბაშის, მარტვილის, ჩოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია ამჯერად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ადგილობრივ პედაგოგებს შეხვდა.
მან პანდემიის პერიოდში გაწეული სამუშაოებისთვის პედაგოგებს მადლობა გადაუხადა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
​ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სრული რეაბილიტაცია 3 საჯარო სკოლას ჩაუტარდა. ასევე, სოფელ ხაბუმეს საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად  აღიჭურვება.
ამ დროისთვის 20-მდე საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები