ტეხასში სამუშაო პროცესის დროს SpaceX-ის ბაზის თანამშრომელი დაიღუპა
ტეხასში, ამერიკული კომპანია SpaceX-ის ბაზაზე, სამუშაო ადგილას მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაიღუპა, – ამის შესახებ The Wall Street Journal-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს.
მლწყაროს ცნობით, ინციდენტი პარასკევს მოხდა, როდესაც Starbase კომპლექსის განვითარებაზე მომუშავე SpaceX-ის ერთ-ერთი კონტრაქტორის თანამშრომელი დაცემის შედეგად გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში SpaceX-მა დააჩქარა ბაზის გაუმჯობესების ტემპი, მათ შორის ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც Starship-ის პროტოტიპს უფრო ხშირად გაუშვებს.
Starship-ის შემდეგი სატესტო ფრენა 20 მაისს არის დაგეგმილი. დეველოპერის გეგმების თანახმად, Starship-ის კოსმოსური სისტემა მრავალმხრივი იქნება და მისი სხვადასხვა ვერსიით გამოყენება შესაძლებელი იქნება დედამიწის დაბალ ორბიტაზე პილოტირებული ფრენებისთვის, თანამგზავრების გაშვებისთვის მთვარესა და მარსზე, ასევე უფრო შორეულ ციურ სხეულებზე მისიებისთვის.
აშშ-ის შრომის უსაფრთხოების სააგენტომ (OSHA) ფაქტზე გამოძიება დაიწყო.