არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ვეცდებით, მინიმალური შეზღუდვებით, მაგრამ აუცილებელი ზომებით უზრუნველვყოთ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება

„თუ გაჩნდება ქვეყანაში ახალი კლასტერები, თუ გაიზრდება იმ შემთხვევათა რაოდენობა, რომელთა წყაროც რჩება დაუდგენელი ან ახალი შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გადააჭარბებს განკურნებულებს და გვექნება მკვეთრი ზრდა, რომელიც გარკვეულწილად სტაბილურ ხასიათს შეინარჩუნებს დროში, მაშინ ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღებთ დამატებით ზომებს“, –  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „შაბათის ქრონიკაში” განაცხადა.

თალაკვაძე იმედოვნებს, რომ კორონავირუსის პრევენციისთვის დამატებითი შეზღუდვების შემოღება საჭირო არ გახდება.

„თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ასეთი შეზღუდვები ჩვენ არ დაგვჭირდება. ჩვენ ვეცდებით, მინიმალური შეზღუდვებით, მაგრამ აუცილებელი ზომებით უზრუნველვყოთ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები