“უფლის კვართი დაუშალეს, მიშას და ახალაიას ბრძანებით, შიგნით რამე არ ედოსო, გესმით, რას ვწერ ახლა?” – უფლებადამცველი პატრიარქის შესახებ წერს
უფლებადამცველი, ინგა ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რასაც პატიმრების მიერ ილია მეორისთვის გაგზავნილი ყვავილების ფოტოს ურთავს.
ბერიკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს ციხეში მომხდარ ერთ-ერთ ფაქტს იხსენებს, რა დროსაც, მისივე თქმით, ილია მეორე “გაჩხრიკეს და კვართი დაუშალეს”.
ადვოკატი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი პატრიარქზე ბევრ ტყუილს წერს.
“ჩემს მეგობარს ედო ეს სურათი და გულგრილად ვერ ჩავუარე…
პატიმრებთან სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს ცხრაწლიანი, სისხლიანი რეჟიმის გამო. ცხადია, არაადამიანებს და ქვეყნის მტრებს არ ვგულისხმობ, მიმიხვდებით….
ყველამ იცით ჩემი დამოკიდებულება წინა ხელისუფლების მიმართ. პატიმრების გამო ვერ ვიტანდი სააკაშვილს ჯერ კიდე 2002 წლიდან, იუსტიციის მინისტრად რომ დაინიშნა, მაშინვე ეტყობოდა – რა ბოროტი და ავხორცი იყო და მის კედელზე არასოდეს არ დამიწერია არაფერი, მაგრამ უწმინდესზე ბევრი ტყუილი დაწერა და აღარ გავუტარე, ისედაც იცის რომ ვერ ვიტან ახალი არაფერია, მისმა ბანდიტურმა ჯგუფმა კინაღამ რომ მომკლა – ესეც იცით კახეთში, ახალს არაფერს ვწერ.
უწმინდესზე მინდა, დავწერო….
უწმინდესმა იცოდა, რომ მე სრულიად უანგაროდ დავდიოდი ციხეებში პატიმრებთან წინა ხელისუფლების დროს, მარტო თბილისში არა, თითქმის ყველგან! სადაც ვინმეს აწამებდნენ და ადვოკატი არ ჰყავდა ოჯახს, მე შევდიოდი და ყველაფერს ვაკეთებდი მათი სიცოცხლის გადასარჩენად. იმას აღარ დავწერ, ყოველ შესვლაზე რა ჯოჯოხეთს მატარებდნენ. ცხრა წლის მანძილზე ცხონებული მამაჩემი და ჩემი ძმა სულ იმას დარდობნენ, სადმე მოკლავენო.
აღდგომის დღეები იყო და უწმინდესი მოვიდა ციხესთან. ჩემი ორი პატიმარი (ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები, რომლებსაც დანაშაულიც კი არ ჰქონდათ ჩადენილი, სასჯელს მარტო იმიტომ იხდიდნენ, რომ მიშას ქართული სული სძულს), ისე იყვნენ ნაწამები, რომ ადვოკატის ოთახში სკამზეც ვერ სხდებოდნენ წესიერად, ხერხემალი ისე ჰქონდათ დაზიანებული ხელკეტებით. უწმინდესმა მოაბრძანა ბარძიმი საზიარებლად, ნიგოზი და სააღდგომო ნობათი, მშობლებს უფლებას არ აძლევდნენ და ამიტომ უწმინდესმა გვითხრა, მე ვაჭმევო. ალბათ ხვდებით, იქ რამდენი დედის ცრემლი დაიღვრებოდა… ასევე, ჯვრები ჰქონდა მოტანილი, რადგან ახალაიამ ჩამოგლიჯა ყველას ჯვარი, ხატები წაართვა და დაულეწა კუთხეები. როდესაც შევდიოდით, გვჩხრეკდნენ, მაგრამ მე მეგონა, უწმინდესს არ აკადრებდნენ….
ჩხრეკა კი არა, ხალხო! უფლის კვართი დაუშალეს, მიშას და ახალაიას ბრძანებით, შიგნით რამე არ ედოსო, გესმით, რას ვწერ ახლა? უწმინდესს, გარდა იმისა, რომ გაჩხრიკეს, კვართი დაუშალეს….
უწმინდესს ხმა არ ამოუღია, რადგან იცოდა, შიგნით უმოწყალოდ ნაწამები პატიმრების ერთადერთი ნუგეში იყო აღდგომის დღეებში, მით უმეტეს, როცა ყველას ზიარება უნდოდა და შებრძანდა. ცხადია, იქ მოეფერა ყველას, ჯვარი მისცა, აზიარა და დალოცა…..მე მაშინ ვნახე ატირებული პატრიარქი….პატიმრებისთვის სულ ლოცულობდა, მათ შენდობას უფალს სთხოვდა….
ამას იცით, რატომ ვწერ?
იმის მაგივრად, რომ ახლა მაინც შეეშინდეს უფლის და შენდობა ითხოვოს, უწმინდესზე ათას ტყუილს წერს დღე და ღამე! ჯერ მეგობარი იყოო, მერე წერილებს მწერდაო… მიუჰაუზენია, ეს შობელძაღლი და ვეღარ გავატარე, მაპატიოს უწმინდესმა, მაგრამ ძალიან კარგად მიცნობდა და იცოდა, მათთვის მმართველობის დროს არ გამიტარებია არაფერი და ახლა მით უმეტეს…
2012 წელს, როცა ეს სატანის ნაშიერი დავამარცხეთ და მოვიგეთ არჩევნები, უწმინდესთან შეხვედრაზე როცა მივედით, ასე გვითხრა არ დაიჭიროთ ხალხიო…..მიუხედავად იმისა, რომ შეურაცხყოფებს აყენებდნენ, უგულავა ხელითაც კი შეეხო, მოწამლეს ძმისშვილის ქმრის ხელით დაცვის უფროსი რომ იყო, მაინც უყვარდა ყველა და მათი სულის გადასარჩენად სულ ლოცულობდა…
კიდევ ბევრი ისტორია მაქვს, მაგრამ ეს იმიტომ დავწერე, რომ პატიმრების გამოგზავნილი ვარდები დავინახე და გულგრილად ვერ გავატარე….
არ მინდოდა, ამ დღეებში ნეგატიური კომენტარის გაკეთება მაგრამ ეს ერთხელ დავწერე. მიშას კი დავბლოკავ და აღარ ამოხტება აქ….თორემ ქოჩრით მინდა, ვათრიო მერე”, – წერს უფლებადამცველი.