ლევან მაჭავარიანი – სამი ქართული ტელევიზიის სანქცირების მოთხოვნაზე: ეს არის ჩვეულებრივი ცირკი, აბსურდი, საბავშვო ბაღი და ვინც გააგრძელებს ამ რიტორიკით საუბარს, ეს კონტრპროდუქტიულია მათთვის

ეს არის ჩვეულებრივი ცირკი, აბსურდი, საბავშვო ბაღი და ვინც გააგრძელებს ამ რიტორიკით საუბარს, ეს კონტრპროდუქტიულია მათთვის, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა სამი ქართული ტელევიზიის სანქცირების მოთხოვნაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა ხვდება, რომ ეს არის მოგონილი და შეთხზული ზღაპარი.

„ჩვენი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა ყველაფერს კარგად აანალიზებს და ხვდება, რომ ეს არის უბრალოდ მოგონილი და შეთხზული ზღაპარი იმისთვის, რომ უფრო მეტი სივრცე გამოუთავისუფლონ გარე აქტორებმა რადიკალური ოპოზიციის მფლობელობაში არსებულ მედია საშუალებებს“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები