სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის – ილია მეორის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს.
ტაძარში წირვა დილის 09:00 საათზე დაიწყო.
ილია მეორეს სიონის ტაძარში დღეს დაკრძალავენ.
დაკრძალვის დროს სიონის ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან.