შაქარიშვილი – ოპოზიციაზე: ჩვენი ქვეყნის გაბრწყინებაში გადაზრდილმა მწუხარებამ კიდევ უფრო გაამწარა ეს ბოროტი სულები და მორიგი აბსოლუტურად უტოპიური მიზანიც დაისახეს – ცდილობენ ერთმანეთისგან გამიჯნონ პატრიარქი და მისი ღრმად ნაფიქრი, გააზრებული არჩევანი

საქართველო და ილია II გახდა განუყოფელი – უწმინდესში გაერთიანდა ჩვენი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი. აქამდეც ასე იყო, უბრალოდ ამ დღეებში ხილულად გამოჩნდა, როდესაც დაიძრა მთელი საქართველო და პატრიარქის სიყვარულში, სამების ტაძარში გაერთიანდა, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი, წერს სოციალურ ქსელში.

შაქარიშვილის განცხადებით, საქართველოს გაბრწყინებაში გადაზრდილი მწუხარებით გაერთიანებულმა  ერმა გაამწარა ოპოზიცია და ამის გამო ისინი რამდენიმე დღეა უკვე ბოღმას ანთხევენ, ამავე დროს კი მათ ახალი მიზანიც დაისახეს პატრიარქის სიცოცხლეშივე გაკეთებულ არჩევანთან დაკავშირებით.

„საქართველო და ილია II გახდა განუყოფელი – უწმინდესში გაერთიანდა ჩვენი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი.

აქამდეც ასე იყო, უბრალოდ ამ დღეებში ხილულად გამოჩნდა, როდესაც დაიძრა მთელი საქართველო და პატრიარქის სიყვარულში, სამების ტაძარში გაერთიანდა.

ყველაფერი რაც ამ ერთობის მიღმა დარჩა(ცხადია ფიზიკურ დასწრება არ დასწრებას არ ვგულისხმობ) არის პათოლოგია. ეს ვერც მისი უწმინდესობის, ვერც ქართველი ერის და ვერც გასული დღეების ბრწყინვალებას დააკლებს რაიმეს. ყველა ორგანიზმშია ალბათ რაღაც ასეთი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ უდიდესი ნაწილი არის ჯანმრთელი და ერთიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ პათოლოგია ვერ გამრავლდება.

მიტევების ისეთი საოცარი მაგალითები მოგვცა მისმა უწმინდესობამ, რომ მზად ვიყავით აქამდე რაც ყოფილა მიგვეტევებინა თუ ახლა მაინც დავინახავდით გულწრფელ განცდას, მდოგვის მარცვლისოდენა სინანულს მაინც, მაგრამ არა…

მართლმადიდებლობის, ქართველი ერის, ჩვენი ქვეყნის გაბრწყინებაში გადაზრდილმა მწუხარებამ და გლოვამ კიდევ უფრო გაამწარა ეს ბოროტი სულები და მთელი დღეა ბოღმას ანთხევენ.

მორიგი აბსოლუტურად უტოპიური მიზანიც დაისახეს და ცდილობენ ერთმანეთისგან გამიჯნონ პატრიარქი და სიცოცხლეშივე მისი ძალიან ღრმად ნაფიქრი და გააზრებული არჩევანი.

ყველა ჭინკამ უნდა იცოდეს, კაბოსანი იქნება თუ საერო პირი, ვინც ბინძურ ხელსა და ენას არ გააჩერებს, ისეთ პასუხს მიიღებს, როგორიც აქამდე ჯერ არავისთვის გაუცია ქართველ ხალხს!“ – წერს ვატო შაქარიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები