გია ვოლსკი – სამი პოლონელი ევროპარლამენტარის მოთხოვნაზე: მათ არ უნდათ რეალური სურათი, რეალური ინფორმაცია მიეწოდებოდეს ხალხს კონკრეტული ტელევიზიების და მედიასაშუალებების ძალისხმევით

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი, გია ვოლსკი გამოეხმაურა ერთ-ერთი ოპოზიციური მედიის ინფორმაციას, რომ სამი ევროპარლამენტარი ტელეკომპანია „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ სანქცირებას ითხოვს.

„მათ არ უნდათ რეალური სურათი, რეალური ინფორმაცია მიეწოდებოდეს ხალხს კონკრეტული ტელევიზიების და მედიასაშუალებების ძალისხმევით. ეს არის მთავარი მიზეზი და სამწუხაროა, რომ ამას ქადაგებენ მათ შორის მაღალი ევროპული ტრიბუნიდანაც“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები