აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება.
მისი თქმით, ირანული მხარე ვაშინგტონთან კონტაქტზეა და ამჯერად ისინი „გონივრულად საუბრობენ“.
კითხვაზე, გაგზავნიდა თუ არა ის თავის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფს და ჯარედ კუშნერს, ირანელებთან მშვიდობის განსახილველად, ტრამპმა უპასუხა: „ჩვენ ახლა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ისინი ამას მარკოსთან და ჯეი დი ვენსთან ერთად აკეთებენ“.
„მეორე მხარეს, შემიძლია გითხრათ, რომ მათ შეთანხმების დადება სურთ. მათ ადგილას ვინ არ ისურვებდა ამას?
მათი საზღვაო ფლოტი აღარ არის, მათი საჰაერო ძალები აღარ არის, მათი კომუნიკაციები აღარ არის… მათი ყველა საზენიტო სისტემა, მათი რაკეტები.
შეგიძლიათ დაასახელოთ ერთი რამ, რაც არ გამქრალა? ან ერთი რამ, რაც კარგად მიდის?“, – განაცხადა ტრამპმა.
მანვე დასძინა, რომ აშშ თავისუფლად გადაადგილდება თეირანის თავზე.
„შეგვიძლია ვაკეთოთ ის, რაც მოგვესურვება“, – თქვა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.