თენგიზ შარმანაშვილი: 7,5 წელი მომისაჯა გვარამიამ „ტვ პირველზე“, არ მიკვირს ასეთი ტიპი, რომელსაც უამრავი ხალხი ჰყავს გამწარებული პროკურორობის დროს, ასე რომ აანონსებს დაპატიმრებებს, თუმცა, რომ იკითხა აიტანო? – მომიწევს და ღირსიც ვიქნები, ასეთი ადამიანების მობრუნება თუ დავუშვი ისევ პროკურორებად
7,5 წელი მომისაჯა გვარამიამ გაუსამართლებლად ნახევარი საათის წინ დაახლოებით „ტვ პირველზე“. როგორ თქვა აიტანოს ხოშტარიამ 1,5 წელი ციხეშიო. ეს ვთქვი იმიტომ, რომ თავად დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელმაც გამორიცხა გირაოს შეფარდება და შემდგომ პირობითი სასჯელის გამოყენების შესაძლებლობა, – წერს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი.
შარმანაშვილი გვარამიას მიმართავს, რომ ხოშტარიამ მათი წაქეზებით თქვა უარი გირაოზე და მათივე წაქეზებით არ დგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც პირობითი სასჯელის გამოტანის საფუძველი იქნება.
„7,5 წელი მომისაჯა გვარამიამ გაუსამართლებლად ნახევარი საათის წინ დაახლოებით „ტვ პირველზე“. როგორ თქვა აიტანოს ხოშტარიამ 1,5 წელი ციხეშიო. ეს ვთქვი იმიტომ, რომ თავად დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელმაც გამორიცხა გირაოს შეფარდება და შემდგომ პირობითი სასჯელის გამოყენების შესაძლებლობა. ჯერ არ მიკვირს ასეთი ტიპი, რომელსაც უამრავი ხალხი ჰყავს გამწარებული უსამართლოდ პროკურორობის დროს, ასე რომ აანონსებს დაპატიმრებებს. ეს არ არის მთავარი. მთავარი ის არის, რომ იკითხა, აიტანო ? მომიწევს და ღირსიც ვიქნები, ასეთი ადამიანების მობრუნება თუ დავუშვი ისევ პროკურორებად. ახლა ხოშტარიაზე. თქვენი წაქეზებით თქვა უარი გირაოზე, თქვენი წაქეზებით არ დგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც პირობითი სასჯელის გამოტანის საფუძველი იქნება. თქვენში მათ პატრონებსაც ვგულისხმობ. ეს არის სიმართლე. თან ეს მხოლოდ ხოშტარიას არ ეხება“, – წერს შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.