“ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა” მოიხმარეს – დილის საათებში კი თანმხლებმა მამაკაცმა ქალი გარდაცვლილ მდგომარეობაში აღმოაჩინა” – საქართველოში, სასტუმროს ნომერში გარდაცვლილ რუს გოგონაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

საქართველოში, თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი რუსი ეროვნების გოგონას შესახებ “კვირასთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც ირკვევა, ახალგაზრდა ქალი საქართველოში, მიმდინარე წლის 16 მარტს ჩამოფრინდა, რის შემდეგაც დედაქალაქში მდებარე სასტუმროში დაბინავდა.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ა.კ.-ს თანმხლები პირის გადმოცემით, მან და ახალგაზრდა ქალმა, სასტუმროს ნომერში ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა” მოიხმარეს, დილის საათებში კი მამაკაცმა ქალი გარდაცვლილ მდგომარეობაში აღმოაჩინა.

“კვირასთან” უწყებაში ამბობენ, რომ გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად, გამოძიების ფარგლებში ყველა საჭირო ექსპერტიზაა დანიშნული.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის 2003 წელს დაბადებული ა.კ. -ს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გამოძიების პირველ ეტაპზე დგინდება, რომ ახალგაზრდა ქალი საქართველოში, მიმდინარე წლის 16 მარტს ჩამოფრინდა, რის შემდეგაც დედაქალაქში მდებარე სასტუმროში დაბინავდა. ა.კ.-ს თანმხლები პირის გადმოცემით, მან და ახალგაზრდა ქალმა, სასტუმროს ნომერში ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა” მოიხმარეს. დილის საათებში კი მამაკაცმა ა.კ. გარდაცვლილ მდგომარეობაში აღმოაჩინა.
ცხედარს რაიმე სახის ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

ა.კ. – ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად, გამოძიების ფარგლებში დანიშნულია ყველა საჭირო ექსპერტიზა”,- განუცხადეს “კვირას” შსს-ში.

ცნობისთვის, ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია thevoicemag.ru-მ გაავრცელა. მათივე ცნობით, გოგონას მამამ თქვა, რომ ალინა საქართველოში ამ მოგზაურობას ცხოვრების ახალ ეტაპად მიიჩნევდა. „მას სურდა იქ ცოტა ხნით ცხოვრება და დისტანციურად მუშაობა. „მას მომავლის გეგმები ჰქონდა. ბედნიერი იყო რომ საქართველოში მიდიოდა“, – განაცხადა მამამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები