NYT-ის ცნობით, აშშ-მა ირანს კონფლიქტის დასრულების გეგმა გაუგზავნა
აშშ-ის ეკონომიკაზე მზარდი გავლენის ფონზე, ვაშინგტონმა თეირანს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტიდან გამოსვლის 15-პუნქტიანი გეგმა წარუდგინა, – ამის შესახებ New York Times-ი ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.
„შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში ომის დასასრულებლად ირანს 15-პუნქტიანი გეგმა გაუგზავნა. ეს ასახავს ტრამპის ადმინისტრაციის სურვილს, იპოვოს გამოსავალი კონფლიქტიდან მისი ეკონომიკური შედეგების მოგვარებასთან ერთად“, – წერს გამოცემა.
მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ძალიან პოზიტიური და პროდუქტიული მოლაპარაკებები გამართეს. როგორც მან აღნიშნა, პენტაგონს ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების ხუთი დღით გადადების მითითება მისცა. ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაგერ ღალიბაფმა განაცხადა, რომ აშშ-თან არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა და ყალბი ამბები ბაზრების მანიპულირებას ემსახურება.