ლევან მაჭავარიანი – ელენე ხოშტარიაზე: მათი გარე პატრონებისთვის ეს კომფორტულია, ვინაიდან შემდეგ ამ ყველაფერზე დაფუძნებით რეზოლუციებს იღებენ და სალაპარაკო ეძლევათ, რომ თითქოს საქართველოში პოლიტპატიმარია
მათი გარე პატრონებისთვის ეს, რა თქმა უნდა, კომფორტულია, ვინაიდან შემდეგ ამ ყველაფერზე დაფუძნებით რეზოლუციებს იღებენ და სალაპარაკო ეძლევათ, რომ თითქოს საქართველოში პოლიტპატიმარია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ელენე ხოშტარიაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გარე აქტორებს დღემდე არ წარმოუდგენიათ სია, ვის მოიაზრებენ პოლიტპატიმრებად.
„როდესაც ეს გარე აქტორები საუბრობენ პოლიტპატიმრებზე და ჩვენ ვითხოვთ, რომ სია გადმოგვცენ ვის მოიაზრებენ ისინი პოლიტპატიმრებად, რა თქმა უნდა თავს იკავებენ, რადგან იმ სიაში აღმოჩნდებიან ადამიანები, ვისზეც ძალიან მაღალი მტკიცებულების სტანდარტი არის, პირდაპირ ვიდეო მასალა, თუ როგორ არღვევდნენ კანონს, შესაბამისად ეს არის მხოლოდ სპეკულაცია“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.