სამების საკათედრო ტაძარში ილია II-ის წესის აგების მსახურება მიმდინარეობს
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქ ილია II-ის წესის აგების მსახურება მიმდინარეობს.
მსახურებას კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად ასრულებს.
ილია მეორეს სამების ტაძრიდან დღის 3 საათისთვის გამოასვენებენ და სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ ფეხით მსვლელობა დაიწყება.