პიტ ჰეგსეტი: მოლაპარაკებებს ბომბების საშუალებით ვაწარმოებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართული ღონისძიების დასასრულს სიტყვა თავდაცვის მდივანს პიტ ჰეგსეტს გადასცა.

„ჩვენ მოლაპარაკებებს ბომბების საშუალებით ვაწარმოებთ“, – განაცხადა პიტ ჰეგსეტმა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა უპასუხა კითხვებს შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ.

ჰეგსეტმა ასევე ხაზი გაუსვა სამხედრო კამპანიის მასშტაბებს და აღნიშნა, რომ ისტორიაში არასდროს მომხდარა ისეთი თანამედროვე სამხედრო ძალის ასე სწრაფად განადგურება, როგორიც ირანისაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები