რუსული დრონების შეტევა ლვოვში – დაშავდა 13 ადამიანი, დაზიანდა იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი

რუსებმა ლვოვის ოლქზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, დაშავებულია 13 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რუსული იერიშის შედეგად იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლს ცეცხლი გაუჩნდა.

„მტრის თავდასხმის შედეგად, ლვოვის ცენტრში საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. ყველა სამსახური ადგილზე მობილიზებულია“, – აცხადებს ლვოვის მერი.

მისივე თქმით, საჰაერო თავდასხმის განგაშის დროს ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.

წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია იუნესკოს მემკვიდრეობა.

ამასთან, მერმა მოსახლეობა დრონებით განმეორებითი დარტყმის მაღალი რისკის შესახებ გააფრთხილა და ხალხს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები