ისრაელი სამხრეთ ლიბანის ოკუპაციას გეგმავს – მედია
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, განაცხადა, რომ ისრაელის სამხედროები ლიბანის სამხრეთით მდინარე ლიტანამდე კონტროლს დაამყარებენ,- ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ისრაელმა ტერიტორიის მიტაცების განზრახვის შესახებ ღიად განაცხადა.
კაცმა ადრე გააფრთხილა ლიბანის მთავრობა, რომ ქვეყანა ტერიტორიას დაკარგავდა, თუ თეირანის მიერ მხარდაჭერილ “ჰეზბოლას” არ განაიარაღებდა.