საქართველოს პრეზიდენტი სენაკში, სამხედრო ბაზაზე მე-2 ქვეითი ბრიგადის სწავლებას ესწრება
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სენაკში სამხედრო ბაზაზე, გენშტაბის და სარდლობის წარმომადგენლებთან ერთად, მე-2 ქვეითი ბრიგადის სწავლებას ესწრება.
ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ზურაბიშვილი ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა და რეგიონში განხორციელებული სამუშაოებთან და კორონავირუსის პრევენციულ ზომებთან დაკავშირებით, გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას მოისმინა.