რუსთავში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 2 ადამიანი დაშავდა
რუსთავში, სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს “ოპელისა” და “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ რუსთავის აზოტის საავადმყოფოში გადაიყვანა.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ორივე დაშავებული ქალბატონია. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ -ის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.