დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 122 სახლი აშენდება

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, შიდა ქართლისა რეგიონსა და დასავლეთ საქართველოში დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 122 სახლი აშენდება.

ოჯახებს, მშენებლობის დასრულების შემდგომ, შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გრანტებიც გადაეცემათ. პროექტში მონაწილეობა  იძულებით გადაადგილებულ იმ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც საკუთრებაში 2020 წლის 1-ელ თებერვლამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ.

განაცხადების მიღება 16 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს. დევნილთა განსახლების საჭიროებებიდან გამომდინარე, 100 სახლი დასავლეთ საქართველოში, 22 კი შიდა ქართლის რეგიონში აშენდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები