სოფელ კვალითში გზის რეაბილიტაცია დაიწყო

სოფელ კვალითში, ბირბიჩაძეების უბანში გზის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. დაზიანებული გზის აღდგენა პროექტის მიხედვით, ბეტონის საფარით მოხდება. რეაბილიტირებული გზით სარგებლობას 400 – მეტი ადამიანი შეძლებს.
საუბნო გზის აღდგენის სამუშაოები ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ, ვიცე მერმა დავით მაღრაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ დაათვალიერეს. ხელისუფლების წარმომადგენლები პროექტის მიმდინარეობას გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
გზის კეთილმოწყობის სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 151 111 ლარია. სატენდერო ვალდებულებით, გზის რეაბილიტაციას შპს ” სანდრო” ახორციელებს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, აპრილის თვის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები