ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში – დაშავდა 4 ადამიანი

ბათუმში, ჩაქვის გვირაბთან ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა, შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამი დაშავებული ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანა, ხოლო ერთმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარი განაცხადა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები