გორში ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

0

გორში, სტალინის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები “გორმედის” კლინიკაში არიან გადაყვანილები.

”რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

“დაშავებულია 4 ახალგაზრდა. 20-დან 25 წლამდე ასაკის. ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში შემოიყვანეს. აღენიშნება თავის ტრავმა, მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში”, – თქვეს “გორმედის” კლინიკაში.

” სამსახურიდან ვბრუნდებოდი. საშინელი დაჯახების ხმა გავიგე, რომ მოვიხედე დამხვდა მანქანიდან გადმოვარდნილი მამაკაცი, რომელიც კრუნჩხვებში იყო ჩავარდნილი. მესმოდა ყვირილის ხმა – “ქალაქში 180 სიჩქარით როგორ დადიხარო”. მეორე მამაკაცს მხოლოდ კისერი სტკიოდა. შოკში ვარ. სავარაუდოდ გონკაობდნენ”, – ამბობს “რეგიონულ კვირასთან” ერთ-ერთი  თვითმხილველი.

შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი