ფოთის მერიაში, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა კურდღელია ფოთის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე, ოპერატიული რეაგირებისათვის შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს წევრებს შეხვდა და კვირის მანძილზე გაწეული მუშაობის ანგარიში მოისმინა.

მერის განკარგულებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება ადმინისტრაციულ შენობებში, სარეკომენდაციო წერილები დაეგზავნება სახელმწიფო უწყებებს, დაკვირვება იწარმოებს საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებზე.

ამ ეტაპზე, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარებულია სკოლებში, სკოლამდელ, სკოლისგარეშე და სპორტულ დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. დროებით სამუშაო ჯგუფში სახელმწიფო რწმუნებული, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, რესურსცენტრის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები შედიან.
საკოორდინაციო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარი უწევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები