ომარ ტაკიძემ აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ფრიდონ მახარაძის დედას დედის დღე მიულოცა

შუახევის მერის მოადგილე ომარ ტაკიძემ აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ფრიდონ მახარაძის დედას, გუგული მახარაძეს დედის დღე მიულოცა და ფასიანი საჩუქრი გადასცა.

“გაზაფხულის დღესასწაულებს ვულოცავ ყველა ქალბატონს. განსაკუთრებით მინდა, მივულოცო საქართველოს ერთიანობისა და კეთილდღეობისათვის დაღუპული მეომრების დედებს. თქვენს გმირობასა და თავდადებაზე დგას ჩვენი სამშობლო. ქედს ვიხრი თქვენ წინაშე და მადლობას გიხდით გმირი შვილების გაზრდისთვის“, – აღნიშნა ომარ ტაკიძემ.

ფრიდონ მახარაძე 1993 წლის 27 სექტემბრიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები