ზუგდიდსა და ფოთში “კარფური” ფილიალების გახსნას გეგმავს

ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელი „კარფური” ზუგდიდსა და ფოთში ფილიალის გახსნას გეგმავს. კომპანია, ამჟამად,  ადგილს არჩევს, სადაც ,,კარფური” განთავსდება.

კომპანიის გენერალური დირექტორი, კრისტოფ ორსე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიას, მის პირველ მოადგილე დავით ფარცვანიასა და ზუგდიდის მერ გიორგი შენგელიას შეხვდა. ხელისუფლებისა და კომპანიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე ადგილი განიხილეს, რაზეც საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა განსახორციელებელი ინვესტიციის მნიშვნელობასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზე ისაუბრა.

„კარფური” ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ექსკლუზიური მფლობელია Majid Al Futtaim Retail, კომპანია ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის 37 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ბრენდის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის დიდი არჩევანი ხელმისაწვდომ ფასად. „კარფური” ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა პირველი ჰიპერმარკეტით, ხოლო დღეისათვის საქართველოში 19 ობიექტით არის წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები