ხულოს მერმა მრავალშვილიან დედებს საჩუქრები გადასცა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ბერიძემ მრავალშვილიან დედები მოინახულა, დედისა და ქალთა დღეები მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
ხულოში მცხოვრებ 10 და მეტ მრავალშვილიან 34 დედას, მერიის შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, საჩუქრები გადაეცემა.