ფოთის მერიაში წყალარინების პროექტის მიმდინარეობის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ფოთში, წყალარინების ქსელის მშენებლობის სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთის მერი – გოჩა კურდღელია და მერის პირველი მოადგილე – კონსტანტინე თოფურია TAHAL Group BV საქართველოს ფილიალის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის N19 განკარგულებით, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“, საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაევალა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ჭავჭავაძის, რეკვავას, აკაკისა და წმინდა გიორგის ქუჩებისა და მათი შემაერთებელი მონაკვეთების რეაბილიტაცია.
გარდა ამისა, კეთილმოწყობის ღონისძიებები უნდა განხორციელდეს თავდადებულის, ბერდიანსკის, თამარ მეფის ქუჩებზე. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მოთხოვნით, სამუშაოები უნდა დაჩქარდეს იმ ლოკაციებზე, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მოსამზადებელი ღონისძიებები უკვე გატარებულია.
შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით, სხვადასხვა ლოკაციებზე 14 ბრიგადა მუშაობს. მათივე თქმით, სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის აპრილში იგეგმება. ქალაქ ფოთის მერია აქტიურ მონიტორინგს უწევს სამუშაოების მიმდინარეობას.