დმანისის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

დმანისის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა მუნიციპალიტეტში არსებულ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრს, სამუსიკო სკოლას, სათნოების სახლს, სპორტულ სკოლას, ასევე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს.

პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას უწევს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარი.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასკოლო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, დმანისის მუნიციპალიტეტში არსებულ სასწავლო დაწესებულებებში, სადეზინფექციო სამუშაოები რამდენჯერმე  ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები