ზესტაფონის მერმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა მრავალშვილიან დედებს 3 მარტის დღე მიულოცეს

დედის დღე მრავალშვილიან ოჯახებს ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ მიულოცეს. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ და ზესტაფონის მერიის ერთობლივი სოციალური პროექტის ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლები ქალბატონებს ოჯახებში ესტუმრნენ და ყვავილებთან ერთად სასაჩუქრე ნაკრები გადასცეს.
ქალთა დღეების აღსანიშნავად, საჩუქრები მერიისგან და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის დროს გარდაცვლილი ოჯახების დედებმაც მიიღეს.
“3 მარტი გამორჩეული თარიღია ყველასთვის. დედის როლი განსაკუთრებულია ჩვენს ცხოვრებაში. მინდა ყველა დედას მივულოცო ეს დღესასწაული, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვო“,- აღნიშნა ზესტაფონის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები