ყაზბეგის მერმა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა
ყაზბეგის მერმა, ალექსანდრე ზაგაშვილმა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ შალვა კერესელიძესთან, მერის პირველ მოადგილე თამაზ ალიბეგაშვილთან და ყაზბეგის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორ თამარ შიოლაშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა.
ყაზბეგის მერმა მათ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და ქვეყნისათვის საამაყო შვილების აღზრდა უსურვა. ასევე, გაწეული ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.