ახალციხეში სახლი გაქურდეს

ახალციხეში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი გუშინ, ღამის საათებში გაქურდეს. ოჯახის წევრებისთვის, ჯერჯერობით, უცნობია, რა წაიღეს სახლიდან.

სახლის მეპატრონის თქმით, საცხოვრებელში იმ დროს ოჯახის არცერთი წევრი იმყოფებოდა. დაბრუბებულს ჭიშკარი გატეხილი და სახლი არეული დახვდა.

შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები