ბათუმში ლიფტის შახტაში ჩავარდნილი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა

ლიფტის შახტაში ჩავარდნილი 9 წლის ბავშვის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას”  იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში განუცხადეს. ექიმის განმარტებით, მოზარდს, ამ ეტაპზე, ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა. ექიმის თქმით, ბავშვის სტაბილიზაციიდან გამომდინარე, დაიგეგმება დამატებითი კლევებიც.
“პაციენტს აღენიშნებოდა პოლიტრავმა და ტრავმული შოკი –  ვარდნიდან გამომდინარე. მას ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები, იმყოფება რეანიმაციაში, პერიოდულად კონტაქტში შემოდის. ასევე, იგეგმება ტომოგრაფია. სტაბილიზაციიდან გამომდინარე, დაიგეგმება შემდეგი კვლევებიც“, -განაცხადა კლინიკის რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგმა, მაგდა ბერიძემ.
9 წლის მოზადი ლიფტის შახტაში, დაახლოებით, მე-7 სართულიდან გუშინ საღამოს ჩავარდა.
შს სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები