დიღმის მასივში 4 შვილიან ოჯახს ასახლებენ – ადგილზე მობილიზებულია პოლიცია(ფოტო,ვიდეო)

დიღმის მასივში 4 შვილიან ოჯახს ასახლებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მოქალაქე ლაშა მესხი ავრცელებს.

მისივე ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობა ოჯახის გამოსახლების ფაქტს აპროტესტებს.

“სასწრაფოდ! დიღმის მასივი პირველი კვარტალი მეექვსე კორპუსი, აღსრულება და პოლიცია ცემენ მოსახლეობას რომელიც 4 შვილიან ოჯახს არ ასახლებინებს!!!”,- წერს მესხი და ფოტომასალას ავრცელებს, სადაც ჩანს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები.

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ოჯახის გამოსახლების ფაქტი დაადასტურა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები