თუმანიშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
თუმანიშვილის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ორსართულიან სახლს ეკიდა.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი, ამ დროისთვის, ლიკვიდირებულია.
მათივე ცნობით, ერთი მამაკაცი, მცირე დამწვრობებით, კლინიკაშია გადაყვანილი.