“რადგან ბევრი ადამიანი ვერ მოხვდა სამებაში ამ სამგლოვიარო დღეებში, მოხერხდა და წირვის დროს იქნება დატოვებული მცირე კორიდორი სამების საკათედრო ტაძარში, სადაც კვლავ შეეძლება მრევლს პატივის მიგება პატრიარქისთვის” – მამა ანდრია

“15:00 საათზე მოხდება გადასვენება. მანამდე კი, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ადამიანი ვერ მოხვდა სამებაში ამ სამგლოვიარო დღეებში, მოხერხდა და წირვის დროს იქნება დატოვებული ერთი, მცირე კორიდორი სამების საკათედრო ტაძარში, სადაც უწყვეტად, კვლავ შეეძლება მრევლს შემოსვლა და პატივის მიგება პატრიარქისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

როგორც ჯაღმაიძემ განმარტა, წესის აგებაში კონსტანტინოპოლის პატრიარქი მიიღებს მონაწილეობას.

“წესის აგებაში სწორედ კონსტანტინოპოლის პატრიარქი მიიღებს მონაწილეობას და სამწუხაროდ, იყო გავრცელებული არასწორი ინფორმაცია – არასდროს, არსად, არც ერთ დონეზე არ იყო შეთანხმებული, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქს აქ ლიტურგია უნდა წაეყვანა”, – განაცხადა მამა ანდრიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები