გეგა შენგელიას ინიციატივით, შაბათი დღე ინტელექტუალური თამაშების დღედ გამოცხადდა

ზუგდიდის მერის, გეგა შენგელიას ინიციატივით, შაბათი დღე ინტელეტუალური თამაშების დღედ გამოცხადდა. ინტელექტუალური თამაშების დღესთან დაკავშირებით, დაგეგმილი სხვადასხვა კულტურული ღონისძიების ფარგლებში, დღეს პირველად, ღია ცის ქვეშ, დადიანების სასახლის ეზოში, ინტელექტუალურ თამაში რა ? სად? როდის? გაიმართა.

მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდებისგან  შემოსული ინიციატივების საფუძველზე, ზუგდიდის მერიამ ყოველი კვირის პარასკევის, შაბათის და კვირის დატვირთვა სხვადასხვა კულტურული და ინტელექტუალური ღონისძიებებით გადაწყვიტა. მათივე განმარტებით, ქალაქში ყოველ პარასკევს იმართება მუსიკალური საღამოები სახელწოდებით “ზუგდიდი-შენი განწყობის ქალაქი”. ამასთან, მერია მუშაობს იმისთვის, რომ კვირა დღეს დანერგოს “მობილური კინოთეატრი”, სადაც ახალგაზრდები ღია ცის ქვეშ საკუთარ შერჩეულ ფილმებს მეგობრებთან ერთად ნახავენ.

ცნობისთვის, მერის აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, თავდაპირველად ზუგდიდის მერიის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა, რომ შაბათი დღე ინტელექტის დღედ გამოცხადდა. როგორც გეგა შენგელიამ განმარტა, აღნიშნული ინფორმაცია თავიდანვე გვერდზე არაჯეროვნად განთავსდა და საზოგადოებას ინფორმაცია არასწორად მიეწოდა – მერიამ შაბათი არა ინტელექტის დღედ, არამედ ინტელქტუალური თამაშების დღედ გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები