ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარ მრჩეველს შეხვდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარ მრჩეველს შეხვდა. ​
როგორც “კვირას” ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, დანიის მთავრობა საქართველოში ახალი პროექტის დაწყებას გეგმავს, რომლის მიზანიც თვითმმართველობის განვითარებისა და ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოს მუნიციპალიტეტების მხარდაჭერაა. ამ პროექტის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი მრჩეველი – ნიკოლაი სონდერბი და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი – დავით მელუა ესტუმრნენ.
სამუშაო შეხვედრაზე ნიკოლაი სონდერბიმ დავით შერაზადიშვილსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს დანიის მთავრობის მიერ დაგეგმილი პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, მერმა კი მას ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამოწვევები და სამომავლო მიზნები გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები