გიორგი ვაშაკიძე “მოდუსში” მიმდინარე და განხოცრიელებულ სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკიძე რუსთავის პროფესიულ კოლეჯ ,,მოდუსში’’ მიმდინარე და განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. მინისტრის მოადგილე პროფესიულ სასწავლებელს ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთან ერთად ესტუმრა. სტუმრები პროფესიული სასწავლებლის სპეციალობებსა და მიმართულებებს გაეცნენ, დაათვალიერეს კოლეჯის სასწავლო კაბინეტები, საამქროები, სახელოსნოები და სტუდენტთა ნამუშევრები.
პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტაციაზე 3 მლნ ლარამდე დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში, განახლდა როგორც ძირითადი შენობა, ასევე სახელოსნო. უახლოეს პერიოდში, კოლეჯი ათამდე პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამას და მოკლევადიან სასერტიფიკატო პროგრამებს დაიმატებს. რეაბილიტაციის შედეგად, კოლეჯში, თექვსმეტი სასწავლო პროგრამისა და ოცამდე მოკლევადიანი კურსის გავლას რვაასამდე სტუდენტი შეძლებს. ეტაპობრივად დაიწყება ახალი შენობის მშენებლობაც, რომლის დასრულების შემდეგაც, კოლეჯი ,,მოდუსი’’ წელიწადში 1000 სტუდენტს მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები