ადიგენი-ახალციხის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ადიგენი–ახალციხის გზაზე, სოფელ ფარეხასთან ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა. საპირისპირო მიმართულებით მოძრავი “უაზისა” და “ფორდის” მარკის ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ. შედეგად, “უაზში” მყოფი ერთი მგზავრი დაშავდა.

დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. საავადმყოფოს ინფორმაციით, შუახნის ქალს დაჟეჟილობები აღენიშნება.

საქმეზე შსს–მ გამოძიება სსკ–ის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები