ხულოს სამხატვრო გალერეაში სიმონ ართმელაძის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

ხულოს სამხატვრო გალერეაში სიმონ ართმელაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გამოფენის გახსნას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე დაესწრო.
სიმონ ართმელაძე დაიბადა ხულოს რაიონ სოფელ ოქტომბერში, დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1962 წელს. 1962 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ხულოს საშუალო სკოლაში. 1963 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. არის ავტორი პეიზაჟებისა და ჟანრული სურათების. სიმონ ართმელიძის ნამუშევრებში ასახულია აჭარელი ხალხის ყოფა–ცხოვრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები