რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

რუსთავში, 35 წლამდე ასაკის მამაკაცი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები