ჩინეთში სუპერტაიფუნი „ლეკიმა“ მძვინვარებს, არის მსხვერპლი
ჩინეთის სანაპიროს სუპერტაიფუნი „ლეკიმა“ დაატყდა, რომლის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა, 16 დაკარგულად ითვლება.
ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის ინფორმაციით, დაზარალებულ რაიონში, ჯამში, 3 მილიონზე მეტი ადამიანი იმყოფება, მათგან 750 ათასი ევაკუირებულია.სტიქ
იამ 200-ზე მეტი შენობა დაანგრია, 3200 დაზიანდა.
ქვეყნის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა საფრთხის უმაღლესი „წითელი“ დონე გამოაცხადა.