დავით მათიკაშვილი: ის ფაქტები, რომლებზეც მამუკა მდინარაძემ ისაუბრა, რა თქმა უნდა, საჭიროებს გამოძიებას და თითოეულ ფაქტს ჩავყვებით ბოლომდე, ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი
“ჩვენ ვხედავთ მოცემულობას, როდესაც ოპოზიციას სავარაუდოდ, ჰქონდა აწყობილი სქემა, თუ როგორ მოეპარა ხმები „ქართული ოცნებისთვის“, მთლიანად საზოგადოებისთვის”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ის ფაქტები, რომლებზეც მამუკა მდინარაძემ ისაუბრა, გამოძიებას საჭიროებს.
„ასეთ რეალობას ხედავს საზოგადოება, რომ ერთის მხრივ არის თითიდან გამოწოვილი აბსურდული ბრალდებები, რომლებსაც არ გააჩნია არანაირი მტკიცებულება და რომლებზეც მიმდინარეობს გამოძიება. ის ადამიანები, ვინც საუბრობენ გაყალბებაზე, არ მიდიან და არ ესაუბრებიან გამომძიებლებს ანუ ტყუიან.
მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ მოცემულობას, როდესაც ოპოზიციას სავარაუდოდ, ჰქონდა აწყობილი სქემა, თუ როგორ მოეპარა ხმები „ქართული ოცნებისთვის“, მთლიანად საზოგადოებისთვის. ის ფაქტებიც კი, რომლებზეც მამუკა მდინარაძემ ისაუბრა, რა თქმა უნდა, საჭიროებს გამოძიებას და თითოეულ ფაქტს ჩავყვებით ბოლომდე, ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, აღნიშნული სავარაუდო სქემის შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საზოგადოებას გუშინ გააცნო.