გიორგი ვოლსკი: არა თუ კონსპირაციას აქვს ადგილი, არამედ შეთქმულებას საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც მონაწილეობენ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტები და სალომე ზურაბიშვილი

“არა თუ კონსპირაციას აქვს ადგილი, არამედ შეთქმულებას საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც მონაწილეობენ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტები და სალომე ზურაბიშვილი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები საგამოძიებო სტრუქტურებთან არ მიდიან, რადგან არჩევნების გაყალბების შესახებ ფაქტებს არ ფლობენ.

„განცხადებას აკეთებენ იმისთვის, რათა გააბრაზონ, როგორც თავად ამბობენ, მოსახლეობა, გააბრაზონ ახალგაზრდები, მაგრამ რეალურად ამასთან დაკავშირებით, ხელთ არაფერი აქვთ. რასაკვირველია, არც იყო მოლოდინი, რომ ხელთ რაიმე ექნებოდათ და თუ არ მიდიან საგამოძიებო სტრუქტურებთან, ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებელი ნიშანი იმისა, რომ არა თუ კონსპირაციას აქვს ადგილი, არამედ შეთქმულებას საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც მონაწილეობენ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტები და სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები